ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს სამშვიდობოები სერბებს დაუპირსპირდნენ


ნატოს სამშვიდობოები სერბებს დაუპირსპირდნენ

ნატოს სამშვიდობო ძალები კოსოვოს ჩრდილოეთ საზღვართან აღშფოთებულ სერბებს დაუპირსპირდნენ, როდესაც მათ მიერ სამი თვის წინათ აგებული ბლოკ-პოსტების აღება მოინდომეს.

ნატოს სამშვიდობოები ზუბინ პოტოკის რაიონს ჯავშანმაქანების და ბულდოზერების თანხლებით მიადგნენ და რამდენიმე საგუშაგოს დანგრევა მოახერხეს. ასობით სერბი გამოვიდა ამ აქციის წინააღმდეგ, რომლებიც ნატოს ძალებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს.

შეტაკებაში რამდენიმე ათეული სერბი და სამშვიდობო ძალების 8 ჯარისკაცი დაშავდა. სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა კოსოვოში მცხოვრებ სერბებს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩატარებისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG