ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი და იაპონელი ჯარისკაცები სამხედრო წრთვნებს დაიწყებენ


ამერიკელი და იაპონელი ჯარისკაცები სამხედრო წრთვნებს დაიწყებენ
ამერიკელი და იაპონელი ჯარისკაცები სამხედრო წრთვნებს დაიწყებენ

ხვალიდან სამხრეთ კორეის მახლობლად 40 ათასზე მეტი ამერიკელი და იაპონელი ჯარისკაცი სამხედრო წრთვნებს დაიწყებს.

ეს სწავლება უკვე ერთ წელზე მეტია იგეგმება. მაგრამ იაპონიის თავდაცვის სამინისტროს წამომადგენლების თქმით, სამხედრო თანამშრომლობის დემონსტრირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთის ტერიტორიაზე საარტილერიო იერიში მიიტანა.

სავარჯიშო ერთი კვირა გაგრძელდება. მის პარალელურად ორშაბათს სამხრეთ კორეა დაიწყებს საარტილერიო სწავლებას, რომელიც ფხენიანის წინააღმდეგ წარმართული დიპლომატიური და სამხედრო ძალისხმევის ნაწილი იქნება.

XS
SM
MD
LG