ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კესონის ინდუსტრიული კომპლექსიდან მუშები გამოდიან


სატვირთო მანქანების, მსუბუქი ავტომობილების და ავტობუსების ქარავანმა დღეს გადაკვეთა საზღვარი

სამხრეთ კორეის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეაში არსებული ერთობლივი საწარმოს მუშები სამხრეთ კორეაში ბრუნდებიან. სატვირთო მანქანების, მსუბუქი ავტომობილების და ავტობუსების ქარავანმა დღეს გადაკვეთა საზღვარი.

კესონის ინდუსტრიული კომპლექსის ამუშავებასთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეამ სეულთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა. სამხრეთ კორეამ ფხენიანს 24 საათი მისცა მოფიქრებისთვის. თუმცა ჩრდილოეთ კორეამ არც კი ჩათვალა ეს საკითხი განხილვის ღირსად და საზღვარზე სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა სამხრეთ კორეას დააკისრა.
XS
SM
MD
LG