ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი უცხოელებს სეულის დატოვებისკენ მოუწოდებს


ჩრდილო კორეელმა მუშებმა შეწყვიტეს სამხრეთ კორეასთან არსებულ ერთობლივ საწარმოში მუშაობა, რომელიც კეისონგის ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს.

ჩრდილოეთ კორეამ უცხოელებს სამხრეთ კორეის დატოვებისკენ მოუწოდა, მოახლოებული ომის გამო. ფხენიანის რეჟიმის მშვიდობის კომიტეტის განცხადებით, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უცხოელმა ტურისტებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ სეული.

ჩრდილოეთ კორეამ იმავე ხასიათის გაფრთხილება ფხენიანში განლაგებულ უცხოურ საელჩოებსაც მისცა.

ამასობაში, ჩრდილო კორეელმა მუშებმა შეწყვიტეს სამხრეთ კორეასთან არსებულ ერთობლივ საწარმოში მუშაობა, რომელიც კეისონგის ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის განცხადებით, ფხენიანის ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააზარალებს ჩრდილოეთ კორეის სახეს საერთაშორისო ინვესტორების თვალში.
XS
SM
MD
LG