ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირება კორეის ნახევარკუნძულზე


სეული ფხენიანს საზღვარზე მდებარე ინდუსტრიული კომპლექსის განახლების თაობაზე მოლაპარაკებას სთავაზობს

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთს მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს. განხილვის მთავარი თემა საზღვარზე მდებარე კაესონგის გიგანტური ინდუსტრიული კომპლექსია, რომლის მუშაობა ორ ქვეყანას შორის სიტუაციის გამწვავების შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შეაჩერა.

სეულის უნიფიკაციის მინისტრის განცხადებით, სასურველია, რომ მოლაპარაკებები შაბათს, შედარებით დაბალ დონეზე, სასაზღვრო სოფელში შედგეს. ჩრდილოეთ კორეა შეთავაზებაზე კონკრეტული პასუხისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. თუმცა, ოთხშაბათს ფხენიანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეელ ბიზნესმენებს საწარმოს მოწყობილობა-დანადგარების ინსპექციაზე დაუშვებს. კაესონგის კომპლექსის ხელახალი ამუშავების შესახებ მოლაპარაკების გამართვაზე მხარეები გასულ თვეშიც შეთანხმდნენ, მაგრამ მოგვიანებით შეხვედრა მაინც ჩაიშალა.
XS
SM
MD
LG