ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ბირთვული არსენალი


კორეისთვის თავდაცვის მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მუქარა შეერთებული შტატების ტონს ვერ შეცვლის

ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე, აშტონ კარტერი სამხრეთ კორეას პირობას აძლევს, რომ შეერთებული შტატების ხელთ არსებული ბირთვული რესურსის მთელი არსენალი მისთვის ხელმისაწვდომი იქნება. აღნიშნული განცხადება ჩრდილოეთ კორეიდან წამოსული მუქარის პასუხად გაისმა, რომელიც ამჯერად ატომური იარაღით არის გამყარებული.

სეულში სამხრეთ კორეელ კოლეგასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფხენიანის მიერ განხორციელებული სარაკეტო და ბირთვული იარაღის გამოცდები და ომის მუქარა შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის ტონს ვერ შეარბილებს. ერთადერთი შედეგი, რაც აშტონ კარტერის თქმით, ჩრდილოეთ კორეის მუქარას შეიძლება ჰქონდეს, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების აზრის მათ წინააღმდეგ შემობრუნება.
XS
SM
MD
LG