ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა კენეტ ბაეს გათავისუფლებას ითხოვს


კორეული წარმოშობის ამერიკის მოქალაქეს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებენ

ჩრდილოეთ კორეაში დაპატიმრებული კორეული წარმოშობის ამერიკის მოქალაქე შეერთებულ შტატებს მიმართავს. კენეტ ბაე ვაშინგტონს ჩარევას და მისი გათავისუფლების მოთხოვნით ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირებისადმი მიმართვის გაგზავნას სთხოვს. ამერიკის მოქალაქეს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებენ. ორშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

დღეს იაპონურმა გაზეთმა კენეტ ბაესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. 45 წლის პატიმარი, რომელსაც 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ამბობს, რომ ის ახლახან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია. კენეტ ბაემ დაპატიმრების შემდეგ 23 კილო დაიკლო და მას ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა აქვს, მათ შორის, აწუხებს თირკმელი, გული. აქვს ღვიძლის და ხერხემლის პრობლემებიც.
XS
SM
MD
LG