ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ობამას ხვდება


ლიდერები შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის ეკონომიკურ ურთიერთობებსაც განიხილავენ

სამშაბათს ვაშინგტონში სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი პარკ ჟინ ჰე შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას ხვდება. შეხვედრის ძირითადი თემა ჩრდილოეთ კორეა იქნება.

თეთრი სახლის პრესმდივნის ჯეი კარნის განცხადებით, შეერთებული შტატები სეულთან ერთად ჩრდილოეთ კორეის გამოწვევაზე სერიოზულად მსჯელობს. ორი ლიდერი ასევე განიხილავს შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის ეკონომიკურ კავშირებს და ურთიერთობებს.

პრეზიდენტმა პარკმა შეერთებულ შტატებში ხუთდღიანი ვიზიტი გაერთიანებულ ორგანიზაციით დაიწყო. გაეროს გენერალურმა მდივანმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი შეაქო და ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციების მიმართ გატარებული ზომები დადებითად შეაფასა.
XS
SM
MD
LG