ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბან კი მუნი სამხრეთ კორეის ლიდერს ესაუბრა


გენერალურმა მდივანმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციული ქმედებების შესახებ

ოთხშაბათს გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი სამხრეთ კორეის ახლადარჩეულ პრეზიდენტს პარკ გეუნ-ჰაის გაესაუბრა. საუბრის თემა რეგიონში სამშვიდობო ურთიერთობების გაღრმავება, გლობალური განათლება და კლიმატური ცვლილებები იყო.

გენერალურმა მდივანმა ბატონ პარკთან სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციული ქმედებების შესახებ, ეს განსაკუთრებით ეხება ფხენიანის ბირთვულ ტესტირებას.

ბან კი მუნმა ასევე შეაქო კორეის ნახევარკუნძულის სამშვიდობო პროცესი, რომელშიც პრეზიდენტ პარკს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.

ორშაბათს სამხრეთ კორეის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ინაუგურაციის ცერემონილაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ყველა ღონსე იხმარს იმისთვის, რომ კორეის ორ ნაწილს შორის განსხვავება წაიშალოს და ორი სახელმწიფოს შორის ნდობა გაჩნდეს.
XS
SM
MD
LG