ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი მორიგი რაკეტის გამოცდას აპირებს


სეულში მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთ კორეა დასავლეთისგან დიპლომატიურ კომპრომისზე წასვლას ელის

სამხრეთ კორეის ეროვნული უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ შესაძლოა ჩრდილოეთ კორეა მორიგ პროვოკაციას ამზადებს. სავარაუდოდ ფხენიანი მორიგი რაკეტის გამოცდას აპირებს და სწორედ ამიტომ გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეაში მყოფი უცხო ქვეყნების დიპლომატები დაეტოვებინათ ქვეყნის ტერიტორია.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი კიმ ჯან სუ აცხადებს, რომ საცდელი გასროლა შეიძლება ოთხშაბათს ან მოგვიანებით განხორციელდეს. ფხენიანმა დიპლომატებს მოუწოდა ოთხშაბათამდე - 10 აპრილამდე - დაეტოვებინათ ქვეყნის ტერიტორია.

სეულში მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთ კორეა დასავლეთისგან დიპლომატიურ კომპრომისზე წასვლას ელის და სწორედ ამოიტომ აკეთებს მძაფრ განცხადებებს. მიუხედავად ამისა, სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან.
XS
SM
MD
LG