ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს


საარჩევნო კომისიის წევრთა განცხადებით, პარკ ჟინ ჰემ ამომრჩეველთა 51, 6 ხმა მოიპოვა

სამხრეთ კორეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პარკ ჟინ ჰემ მოსახლეობას კამპანიის დროს მიცემული დაპირებების შესრულება აღუთქვა. მან ასევე დადო პირობა, რომ ქვეყნის ერთიანობასა და აღორძინებაზე იზრუნებს.

ოთხშაბათს, როდესაც არჩევნების შედეგებმა პარკ ჟინ ჰეს გამარჯვება გამოავლინა, ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სეულში სპეციალური სვლა გამართა, რომლის დროსაც მოსახლეობას მიმართა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გამარჯვებისკენ მიმავალი გზა რთული იყო, თუმცა მისი აზრით, ეს თითოეული ამომრჩევლის გამარჯვებაცაა.

საარჩევნო კომისიის წევრთა განცხადებით, პარკ ჟინ ჰემ ამომრჩეველთა 51, 6 ხმა მოიპოვა, როდესაც მის ოპონენტს ამომრჩეველთა 48 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

XS
SM
MD
LG