ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანის ბალესტიკური რაკეტის შესაძლებლობები


ფხენიანის ახალი რაკეტის რადიუსი 10 ათას კილომეტრს აღემატება

სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ ჩრდილეოთ კორეის მიერ დეკემბრის დასაწყისში გასროლილი რაკეტა იმის დასტურია, რომ ფხენიანმა მნიშვნელოვნად დახვეწას საკუთარი ბალისტიკური შესაძლებლობები.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ფხენიანის ახალი რაკეტის რადიუსი 10 ათას კილომეტრს აღემატება და მას 500-დან 600 კილოგრამამდე წონის ქობინის გადატანა შეუძლია.

ექსპერტები აცხადებენ, რომ რაკეტას შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპირომდე მიღწევა შეუძლია.

სეულის ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური რაკეტა აქვს, ფხენიანს არ აქვს საჭირო ტექნოლოგია იმისთვის, რომ რაკეტით ბირთვული იარაღი გადაიტანოს.
XS
SM
MD
LG