ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი მძლავრი რაკეტების შექმნას გეგმავს


ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რაკეტის გამოცდა დადებითად შეაფასა

გასულ კვირას შორი რადიუსის რაკეტის წარმატებული გამოცდის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა უფრო მეტი სიმძლავრის რაკეტების შექმნის შესახებ ისაუბრა. კიმ ჩენ უნმა განვითარებული რაკეტების შექმნის შესახებ განცხადება პარასკევს, ფხენიანში მეცნიერებთან შეხვედრისას გააკეთა.
შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეის, იაპონიის და სხვა ქვეყნების მთავრობებმა დაგმეს გასულ კვირას ჩრიდლოეთ კორეის მიერ ბალესტიკური რაკეტის გამოცდა, რადგან ეს ქმედება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას ეწინააღმდეგება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რაკეტის გამოცდა დადებითად შეაფასა და მას "უპრეცენდენტო ძალისხმევა" უწოდა.


XS
SM
MD
LG