ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ჩრ. კორეის საზღვარზე ჯარს ჯერ არ გზავნის


ჩრდილოეთ კორეა ჩინეთისთვის ბუფერულ ზონას წარმოადგენს და პეკინის სტრატეგიულ ხედვაში დიდი ადგილი უკავია ამერიკასთან ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ჩრდილოეთ კორეის მიერ ომის დაწყების რიტორიკის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა „სტელსის“ ტიპის ბომბდამშენები მისურის შტატიდან სამხრეთ კორეაში გადაიყვანა და ანტი-საარაკეტო სისტემა კი გუამის კუნძულზე განალაგა.

სამხრეთ კორეის სამხედრო გემებმა ქვეყნის ტერიტორიული წყლების ინტენსიური პატრულირება დაიწყეს.

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახური ასევე აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთის მიმართულებით რაკეტები გადაიტანა, თუმცა მძიმე შეიარაღებისა და ქვეითი ჯარების გადაადგილება ჯერ არ დაფიქსირებულა.

ამ ფონზე, ჩრდილოეთ კორეის ერთადერთ მოკავშირეს - ჩინეთს - სამხედრო ძალების განლაგება და მზადყოფნა არ შეუცვლია, მიუხედავად იმისა, რომ 1961 წელს კიმ ირ სენთან დადებული ერთობლივი თავდაცვის ხელშეკრულება ისევ ძალაშია.

ჩინეთი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე კორეის ნახევარკუნძულზე სტაბილურობის შენარჩუნებას უჭერს მხარს. ეს კი მეტ წილად იმითაა განპირობებული, რომ კონფლიქტის შემთხვევაში პეკინს ჩრდილოეთ კორეიდან ლტოლვილების მოზღვავების საფრთხის თავიდან აცილება სურს.

კარლ ბეიკერი ჰონოლულუში მდებარე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების წყნარი ოკეანის ფორუმის ცენტრის დირექტორია. ის ამბობს, რომ არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია იმაზე, გადაჰყავს თუ არა პეკინს დამატებითი სამხედრო ძალები ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე.

„ჩინეთს არ სურს ლტოლვილების ნაკადის მიღება, თუმცა მინდა გითხრათ, ეს ჩინეთისთვის დიდი პრობლემა ნამდვილად არ არის. რიცხვობრივი მონაცემები რომ ავიღოთ და გამოვთვალოთ რამდენი ლტოლვილი შეიძლება გადავიდეს ჩრდილოეთ კორეიდან ჩინეთში, ვნახავთ, რომ რაოდენობა დიდი იქნება, მაგრამ ჩინეთისთვის ამ ადამიანებისთვის თავის გართმევა კატასტროფის მომტანი ნამდვილად არ იქნება. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ჩინელი სამხედროების დიდი კონტინგენტი საზღვარზე იქნა დისლოცირებული,“ აცხადებს ბეიკერი.

იუინ გრაამი სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უფროსი მკვლევარია. ის ამბობს, რომ კონფლიქტის თავიდან აცილება არა მხოლოდ ლტოლვილების პრობლემის თვალსაზრისით შედის ჩინეთის ინტერესებში, არამედ იმიტომაც, რომ ქვეყნის საზღვართან ამერიკის ჯარმის მიახლოება არ იქნას დაშვებული:

„ჩემი აზრით, იმას, რომ ჩრდილოეთ კორეა კვლავ ბუფერულ ზონას წარმოადგენს, ჩინეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პეკინის სტრატეგიულ ხედვაში დიდი ადგილი უჭირავს იმ გათვლას, რომ ამერიკა აზიაში ძალთა ბალანსის შეცვლას - გადაბალანსებას ცდილობს. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა ხშირ შემრთხვევაში უკუ-პროდუქტიული მოკავშირეა, ჩინეთის სტრატეგიულ მიზნებში ის ერთადერთი მოკავშირეა.“

ჩრდილოეთ კორეა საკუთარ ასრებობას ჩინეთს უნდა უმადლოდეს კორეის ომის დროს გაწეული სამხედრო დახმარების გამო. მაშინ, როცა ომის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო სამხრეთის სასარგებლოდ, პეკინმა ჩრდილოეთ კორეაში დაახლოებით 2 მილიონი ჯარსიკაცი გაგზავნა ამერიკელების ხელმძღვანელობით მებრძოლი გაეროს ჯარების წინააღმდეგ.

ჩინეთმა ერთხელ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა აღწერა, როგორც უკიდურესად ახლო.

მაგრამდ ფხენიანის აგრესიულობამ და ქვეყნის მიერ ბირთვული ბომბის წარმოების დაუოკებელმა სურვილმა პეკინი აიძულა გაეროს მიერ ინიცირებული ეკონომიკური სანქციებისთვის დაეჭირა მხარი. ზოგიერთ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდა ლიდერი კიმ ჯონ უნი სწორედ ამიტომაც ჯერ არ სწვევია პეკინს ოფიციალური ვიზიტით ქვეყნის ხელმძღვანელის ამპლუაში.

გრაამი ამბობს, რომ კიმ ჯონ ილისგან განსხვავებით, რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა, მისმა შვილმა, 29 წლის კიმ ჯონ უნმა არ იცის სადამდე შეიძლება ჩინეთის მოთმინების გამოცდა.

„კიმ ჯონ ილი ძალიან პრაქტიკულად უდგებოდა ჩინეთთან წარმოსახვითი წითელი ხაზის არსებობას და მას ხშირად უახლოვდებოდა, თუმცა ის არასოდეს გადაუკვეთავს. ძალიან სარისკოა ახალგაზრდა და გამოუცდელი ლიდერის ყოლა, რომლემაც ზედმეტი თავდაჯერებისგან შეიძლება წითელი ხაზი გადაკვეთოს.“

ამასთან ერთად, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ხშირად ჩრდილოეთ კორეა აგრესიულ რიტორიკას მაშინ მიმართავს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობისგან გარკვეულ დათმობებს ითხოვს. ამერიკა და სამხრეთ კორეა ცდილობენ ეს ტენდენცია შეცვალონ. ჩინეთი კი ამ ფონზე უჩვეულო სიმშვიდეს ინარჩუნებს, მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დასავლეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას სთხოვს.
XS
SM
MD
LG