ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი მისიონერის დედა ფხენიანში ჩავიდა


45 წლის ქრისტიანი მისიონერი შარშან დააპატიმრეს, როცა ჩრდილოეთ კორეაში შევიდა, როგორც ტუროპერატორი

ჩრდილოეთ კორეაში დაკავებული ამერიკელი მისიონერის დედა ფხენიანში ჩავიდა თავისი ვაჟის სანახავად, რომელიც უკვე 11 თვეა პატიმრობაში იმყოფება.

მაისში ქენეთ ბაეს, სახელმწიფოს ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, 15 წლით საკატორღო სამუშაოები მიუსაჯეს. ოჯახის განცხადებით, მას დიაბეტი სჭირს და ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა აქვს.

ჩრდილოეთ კორეამ აგვისტოში გააუქმა შეთავაზება, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელს, რობერტ კინგს ფხენიანში პეტიცია უნდა ჩაეტანა, ჰუმანიტარულ საფუძველზე ბაეს გათავისუფლების თხოვნით.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვიზიტი გაუქმდა სამხრეთში, ამერიკა-სამხრეთ კორეის ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარების გამო.

45 წლის ქრისტიანი მისიონერი შარშან დააპატიმრეს, როცა ჩრდილოეთ კორეაში შევიდა, როგორც ტუროპერატორი.
XS
SM
MD
LG