ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სან მიუნ მინი გარდაიცვალა


მინი კორეის ერთ-ერთი სულიერი ლიდერია, რომელმაც ქვეყანაში ე.წ. „უნიფიკაციის (გაერთიანების) ეკლესია“ დააარსა

სეულში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა სან მიუნ მუნი, კორეის ერთ-ერთი სულიერი ლიდერი, რომელმაც ქვეყანაში ე.წ. „უნიფიკაციის (გაერთიანების) ეკლესია“ დააარსა.

მუნის გლობალური ბიზნეს-იმპერია რამდენიმე მილიარდს მოიცავს და შეერთებულ შტატებში მედიის საშუალებებს, ხოლო მანჰეტენზე სასტუმროებსაც კი ფლობს. მის მიერ 1954 წელს შექმნილ სარწმუნოებას მთელს მსოფლიოში მილიონობით მიმდევარი ჰყავს. ბოლო წლებში სუნ მუნ მუნი მედიის ყურადღების ცენტრში მასობრივი ცერემონიალებით მოექცა. ის ტაძარში ასობით ადამიანს ერთდროულად წერდა ჯვარს. ქრისტიანობის მთავარი მიმდინარეობები სარწმუნოებრივ ჯგუფს რელიგიურ სექტად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG