ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეაში სურსათის დეფიციტია


მისიის ჯგუფმა ჰაეჯუში 12 ტონა სურსათი ჩაიტანა

ჩრდილოეთ კორეაში ჩასული დანიის სურსათის დახმარების ჯგუფი აცხადებს, რომ საკვები პროდუქტების სიმცირის გამო მდგომარეობა იქ უკიდურესია.

მისიის ჯგუფის ხელმძძღვანელის კიმ ჰაცნერის თქმით, თუ ქალაქ ჰაეჯუში სურსათის მიწოდება დროულად არ მოხდა, ქალაქის საავადმყოფოებში 218 ბავშვი შიმშილით დაიღუპება.

მისიის ხელმძღვანელის თქმით, ჩრდილოეთ კორეაში სასმელი წყლის დეფიციტიცაა. მოსახლეობა წყალს მდინარიდან ჭურჭლებით უახლოეს სოფლებში ეზიდება. ჰაცნერის განცხადებით, ბრინჯის მარაგი უმეტეს სოფლებს საკმარისად აქვს, თუმცა არის ადგილები, სადაც ბრინჯიც მალე გამოილევა.

სურსათის დახმარების მისიის ჯგუფმა ჰაეჯუში 12 ტონა სურსათი 20,000 ფეხმძიმე ქალს და 1,500 ბავშვს ჩაუტანა. 1990 წელს ჩრდილოეთ კორეაში შიმშილისგან 1 მილიონი ადამიანი დაიღუპა. როგორც მისია აცხადებს, არ არის გამორიცხული, წელსაც იგივე განმეორდეს.


XS
SM
MD
LG