ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაესონგის გახსნის დღე დაინიშნა


კორეის ნახევარკუნძულზე მდებარე ინდუსტრიული კომპლექსი ორშაბათს, 16 სექტემბერს ამუშავდება

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის შეთანხმება მოხდა. ჩრდილოეთის მხრიდან საზღვარზე მდებარე კაესონგის ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გამო გაჩერებული იყო, ორშაბათს, 16 სექტემბერს გაიხსნება.

სამხრეთ კორეის უნიფიკაციის მინისტრმა აღნიშნული განცხადება, ხანგრძლივი მოლაპარაკებების დასრულების და კომპლექსის ამოქმედების თარიღის შესახებ შეთანხმებაზე, დღეს გააკეთა. მხარეებმა მოილაპარაკეს იმაზეც, რომ სამხრეთ კორეა წელს კაესონგის კომპლექსთან დაკავშირებულ გადასახადებს არ გადაიხდის. საწარმო უცხოელი ინვესტორებისთვისაც გაიხსნება, რაც მისი მომავალი უსაფრთხო მუშაობის გარანტი იქნება.
XS
SM
MD
LG