ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ფხენიანს ბირთვული პროგრამის შეჩერებისკენ მოუწოდებს


ფხენიანი სამხრეთ კორეას კვლავ ომით ემუქრება და აცხადებს, რომ გაეროს მიერ დაწესებული ახალი სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღის მეორე ტესტირება გადაიფიქროს.

სამშაბათს გლობალურ ფორუმზე გამოსვლისას სახელმწიფო მდივანმა საერთაშორისო საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა და ყველაფრის გაკეთება სთხოვა იმისთვის, რომ კომუნისტურმა სახელმწიფომ მოქმედების კურსი შეცვალოს.

ჰილარი კლინტონის განცხადებით, შეერთებულ შტატებს იმედი ჰქონდა, რომ ერთი წლის წინ ჩრდილოეთ კორეის სათავეში ახალი ლიდერის მოსვლა მოსახლეობის მდგომარეობას შეამსუბუქებდა. თუმცა, ჩრდილოეთ კორეაში მდგომარეობა არ შეცვლილა. გარდა ამისა, ფხენიანი სამხრეთ კორეას კვლავ ომით ემუქრება და აცხადებს, რომ გაეროს მიერ დაწესებული ახალი სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია.
XS
SM
MD
LG