ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა ზეიმობს


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საჯაროდ გამოჩნდა და მის გვერდით ვეტერანები იდგნენ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჯონგ ილმა კორეის ომის დასრულების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ცერემონია გახსნა.

ახალგაზრდა ლიდერმა დღეს ომში დაღუპულების ხსოვნას მიაგო პატივი და გვირგვინით შეამკო ფხენიანის შორიახლოს გახსნილი ახალი სასაფლაო.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საჯაროდ გამოჩნდა და მის გვერდით ვეტერანები იდგნენ ჩრდილოეთ კორეიდან, ჩინეთიდან, და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

ამერიკის ხმის კორესპონდენტი სტივ ჰერმანი, რომელიც აღნიშნულ ცერემონიებს ესწრება ამბობს, რომ ამერიკელ ვეტერანებს ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლები პატივისცემით ეპყრობიან და მნიშვნელოვანი სტუმრის სტატუსით სარგებლობენ.
XS
SM
MD
LG