ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორეული მოლაპარაკება ისევ ჩაიშალა


კაესონგის კომპლექსის შესახებ შეთანხმებას სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ ვერც დისკუსიების მესამე რაუნდზე მიაღწია

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე მდებარე კაესონგის კომპლექსის ამუშავების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკება კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა ინდუსტრიული კომპლექსის შესახებ შეთანხმებას ვერც კაესონგში მიმდინარე დისკუსიების მესამე რაუნდზე მიაღწიეს.

სამხრეთ კორეის უნიფიკაციის მინისტრის განცხადებით, მათ წინადადებას კომპლექსზე სამუშაოების განახლების შესახებ, ჩრდილოეთიდან გარკვევით ჩამოყალიბებული პასუხი არ მოჰყოლია. თუმცა, ფხენიანი ოფიციალურ განცხადებაში იმეორებს, რომ კაესონგის ინდუსტრიულ კომპლექსის ამუშავება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. მხარეები მომდევნო შეხვედრის შესახებ შეთანმხდნენ, რომლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
XS
SM
MD
LG