ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა მცირდება


ჩრდილოეთ კორეამ საშუალო რადიუსის ორი რაკეტა საბრძოლო პოზიციებიდან მოხსნა

ამერიკის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეამ საშუალო რადიუსის ორი რაკეტა საბრძოლო პოზიციებიდან მოხსნა, რაც კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შენელებას შეუწყობს ხელს.
ეს ინფორმაცია პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომელმაც თავი შეიკავა საკუთარი ვინაობის დასახელებისგან.
ვაშინგტონი შიშობდა, რომ ფხენიანი მუსუდანის კლასის ახალ რაკეტებს გამოცდიდა, რომლებსაც 3500 კილომეტრის რადიუსზე შეუძლიათ სამიზნის განადგურება და რეგიონში შეერთებული შტატების სამხედრო ობიექტებს უქმნიან საფრთხეს.
XS
SM
MD
LG