ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა ომით იმუქრება


სამხრეთ კორეას ჩრდილოელი მეზობელი „მოულოდნელ და დაუნდობელ შურისძიებას“ პირდება

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის მისამართით ახალი მუქარით გამოდის. ის მეზობელი ქვეყნის დამოკიდებულებას გაეროს მიერ სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით, ფაქტიურად ომის გამოცხადებად აფასებს.

ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ქვეყანა სამხრეთ კორეას „მოულოდნელ და დაუნდობელ შურისძიებას“ პირდება და „ქვეყნის გაერთიანების მიზნით გრანდიოზულ და სამართლიან ბრძოლას“ დაიწყებს. სააგენტოს კომენტარში არ არის ნახსენები ბირთვული იარაღის გამოცდა, რომლითაც ჩრდილოეთ კორეა გასულ კვირას იმუქრებოდა.

აღნიშნული მოვლენები გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ანონიმური კენჭისყრით მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც ფხენიანისთვის სარაკეტო ცდების გამო საერთაშორისო სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG