ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა შეცდომას აღიარება


სამხრეთ კორემ კიბერ-თავდასხმებში ბრალი ორი დღის წინ ჩინეთს დასდო

სამხრეთ კორეის გამომძიებლები აცხადებენ, რომ შეცდომა დაუშვეს როცა განაცხადეს, რომ კიბერ-თავდასხმები, რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ბანკისა და კომპანიის ათასობით კომპიუტერი გამოიყვანეს მწყობრიდან, ჩინეთიდან მოდიოდა.
კორეის კომუნიკაციების კომისიამ განაცხადა, რომ ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, საიდანაც ოთხშაბათს განხორციელებული მასშტაბური კიბერ შეტევები დაიწყო, სამხრეთ კორეული კომპანიის ერთ-ერთი კომპიუტერს ეკუთვნოდა. კომისიამ მიანიშნა, რომ შესაძლოა თავდასხმის ორგანიზება საზღვარგარეთ იყო დაგეგმილი, თუმცა ქვეყნის ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ თუ რომელი ქვეყნიდან შეიძლება ყოფილიყო წამოსული ეს თავდასხმები.
XS
SM
MD
LG