ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში თავდასხმისას დაიღუპა ერთი, დაშავდა ოთხი ადამიანი


შაბათს, პარიზში დანით შეიარაღებულმა პირმა თავდასხმისას სულ ცოტა ერთი ადამიანი იმსხვერპლა. დაშავდა ოთხი. თავდამსხმელი განეიტრალებულია. ინციდენტი პარიზის ცენტრალურ უბანში დაფიქსირდა. დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო და თავდამსხმელი საკუთარ "ჯარისკაცად" მოიხსენია.

პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბოროტმოქმედმა თავდასხმისას "ალაჰს დიდება" დაიძახა. პროკურორმა დასძინა, რომ პოლიცია ინციდენტის შესახებ ანტი-ტერორისტულ მოკვლევას დაიწყებს.

ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტვიტერის გვერდზე განაცხადა, რომ საფრანგეთი "თავისუფლების მტრებს" არაფერს დაუთმობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG