ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულ სასამართლოს ჯარიმა დაუწესდა


Mikhail Khodorkovsky, left, and his co-defendant Platon Lebedev talk behind a glass enclosure at a court room in Moscow, Russia, Dec. 30, 2010.

რუსულ სასამართლომ ხოდარკოვსკის მიყენებული ზიანისთვის 13 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა უნდა გადაუხადოს


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო აცხადებს, რომ რუსეთის უმდიდრესი ადამიანის ციმბირის ციხეში მოთავსება უსამართლო გადაწყვეტილება იყო. დღეს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ოპოზიციის ლიდერის და ყოფილი ნავთობ-მაგნატის, მიხაილ ხოდარკოვსკის და მისი პარტნიორის სასამართლო პროცესში რამდენიმე პრობლემა იკვეთება და ციმბირის ციხეში მათი გადაყვანის საჭიროება დასაბუთებული არ არის.

რუსულ სასამართლოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 13 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რომელიც მან ხოდარკოვსკის მიყენებული ზიანისთვის უნდა გადაუხადოს. თუმცა, ასევე განაცხადა, რომ ხოდარკოვსკის და მისი პარტნიორის მიერ ჩადენილი დანაშაულიც სახეზეა. რუსეთის ყოფილი ნავთობ-მაგნატის ადვოკატი განაჩენით კმაყოფილია. რუსულ სასამართლოს კი გასაჩივრებისთვის 3-თვიანი ვადა აქვს მიცემული.
XS
SM
MD
LG