ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარტინ ლუთერ კინგის დღე


კინგმა ბრძოლის მეთოდად არაძალადობრივი პროტესტის ფორმა აირჩია

დღეს შეერთებულ შტატებში ცნობილი უფლებადამცველის მარტინ ლუთერ კინგის დღეა, რაც საჯარო დასვენებად არის გამოცხადებული.

მარტინ ლუთერ კინგი ბაპტისტი მღვდელი იყო, რომელმაც 1950-იან წლებში რასიზმის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. სამხრეთის შტატებში შავკანიანი ამერიკელების უმრავლესობა სოციალური უსამართლობის მსხვერპლს წარმოადგენდა.

კინგმა ბრძოლის მეთოდად არაძალადობრივი პროტესტის ფორმა აირჩია. მისი ბრძოლის შედეგად 1964 წელს შეერთებულ შტატებში სამოქალაქო უფლების აქტი გამოიცა, რისი ძალითაც სეგრეგაცია გაუქმებულად გამოცხადდა. იმავე წელს მარტინ ლუთერ კინგს ნობელის პრემია გადაეცა. 1968 წელს 39 წლის ასაკში მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს. ვაშინგტონში მისი მონუმენტია აღმართული.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG