ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რუსეთი დატოვა


დღეს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში, ომში დაღუპულებს პატივი მიაგო. მანამდე კი კიმი რუსეთის აღმოსავლეთში, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ორი ლიდერის პირველი სამიტი დასრულებულია. კიმი რუსეთს მისი დელეგაციის მოთხოვნით, დაგეგმილზე 4 საათით ადრე ტოვებს. ვლადივოსტოკის ქუჩები ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვიზიტთან დაკავშირებით, გადაკეტილი იყო.

ხუთშაბათის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა პუტინმა მიანიშნა, რომ მას სურს უფრო დიდი როლი ითამაშოს ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ბირთვული განიარაღების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომელიც ჩიხშია შესული. მან განაცხადა, რომ ის შეხვედრის დეტალებს ამერიკელ კოლეგებს გაუზიარებს.

კიმმა ვაშინგტონი გააკრიტიკა „ერთპიროვნული დამოკიდებულების“ გამო. მან პუტინთან განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე მდგომარეობამ „კრიზისულ ნიშნულს“ მიაღწია და რომ დაპირისპირების გაღვივება „მომავალში შეერთებული შტატების მიდგომაზეა“ დამოკიდებული.

კორეის სახელმწიფო ცენტრალური ახალი ამბების სააგენტო იუწყება, რომ პუტინმა სიტუაციის დასტაბილურების კუთხით, კიმის მიერ გადადგმული ნაბიჯები მოიწონა და მიიღო ჩრდილოეთ კორეაში სტუმრობის მიწვევა, მისთვის „მოსახერხებელ დროს“.

სამიტის კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია. შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი პეკინში გაემართა, სადაც ის ჩინეთის ლიდერებს სამიტის შედეგებზე ესაუბრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG