ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიმ ჩენ უნი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა


კიმ ჩენ უნი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ირმა უმცროსი ვაჟი ქვეყნის კომუნისტურ პარტიაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნა, რაც ნიშნავს, რომ ის მამის მოვალეობებს აიღებს საკუთარ თავზე.

ფხენიანის ოფიციალური საინფრომაციო სააგენტოს ინფორმაციით, მაღალ თანამდებობაზე კიმ ჩენ უნი მუშათა პარტიის ყრილობაზე დაინიშნა. სააგენტო ასევე იტყობინება, რომ უნი პარტიის ცენტრალური სამხედრო კომისიის თანათავმჯდომარედ დაინიშნება, კომისიას კი თავად კიმ ჩენ ირი უდგას სათავეში.

ვაშინგტონში, თავდაცვის დეპარტამენტის პრეს მდივნის, კოლონელ დევიდ ლაპანის განცხადებით, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, რეალობა უცვლელი რჩება:

“რომელი რეჟიმიც არ უდან იყოს ჩრდილოეთ კორეის სათავეში, ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარებას, ქვეყნის მიერ ბირთვული პროგრამის წარმოების და გავრცელების შეჩერებას,დრო ჭირდება.” -აცხადებს ლაპანი.

აღსანიშნავია, რომ კუმ ჩენ უნს მამამ გუშინ გენერლის წოდება მიანიჭა.

XS
SM
MD
LG