ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევში დემონსტრაციები გრძელდება


იანუკოვიჩი თავის წინამორბედებს: ვიქტორ იუშჩენკოს, ლეონიდ კუჩმას და ლეონიდ კრავჩუკს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დღეს ხვდება უკრაინის სამ ყოფილ პრეზიდენტს და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს, რათა განიხილოს რუსეთთან მეტად დაახლოების სასარგებლოდ, ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარის თქმის საკითხი.

ბატონი იანუკოვიჩი შეხვდება თავის წინამორბედებს: ვიქტორ იუშჩენკოს, ლეონიდ კუჩმას და ლეონიდ კრავჩუკს.

მას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელ ქეთრინ ეშტონთან, რომელიც უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

ამასობაში ანტი სამთავრობო დემონსტრანტები დედაქალაქ კიევის ქუჩებში რჩებიან და აპროტესტებენ პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულებაზე უარის თქმას.
XS
SM
MD
LG