ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დავით კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს


კეზერაშვილს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული

14 ოქტომბერს საფრანგეთში დააკავეს ძებნილი დავით კეზერაშვილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავება მოხდა საქართველოს და საფრანგეთის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ყოფილ უფროსს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორისაა მუხლები თანამდებობის ბოროტად გამოყენების და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრების შესახებ.

დავით კეზერაშვილს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული.
XS
SM
MD
LG