ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო პატრიოტა ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს ბრაზილიის სუვერენიტეტის დარღვევისკენ მიმართული მოქმედება.
პატრიოტა ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის ბრაზილიაში გუშინ შეხვდა. განხილული იყო ამერიკის უშიშროების სააგენტოს დაზვერვის პროგრამები, რომლებიც სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციის კონტროლშია ეჭვმიტანილი.
კერიმ, თავის მხრივ აღნიშნა, რომ ბრაზილია პასუხებს იმსახურებს და ეს პასუხები აუცილებლად გახდება ცნობილი. კერიმ დაიცვა უშიშროების სააგენტოს პროგრამები და დასძინა, რომ მათი წყალობით ამერიკელებიც და ბრაზილიელებიც უფრო უსაფრთხო პირობებში ცხოვრობენ.