ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი ავღანეთში ჩავიდა


ჰამიდ კარზაისთან მოლაპარაკების დროს მომავალ წელს ავღანეთში დაგეგმილ არჩევნებზე და ქვეყნის უშიშროების პრობლემებზე გამახვილდება ყურადღება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ავღანეთში, რომლის დროსაც ამ ქვეყნის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის შეხვდება.

ჰამიდ კარზაისთან მოლაპარაკების დროს მომავალ წელს ავღანეთში დაგეგმილ არჩევნებზე და ქვეყნის უშიშროების პრობლემებზე გამახვილდება ყურადღება.
ამერიკელი დიპლომატი ავღანეთის ლიდერებთან ამერიკელთა ხელში მყოფი ავღანელი ტუსაღების კარზაის რეჟიმისთვის გადაცემის საკითხსაც განიხილავს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა იმედი გამოთქვა, რომ პატიმრებს ჰუმანურად მოექცევიან. ავღანელებმა უკვე გადაიბარეს ფარვანის ციხის გამგეობა, რომელიც ბაგრამის სამხედრო ბაზის მახლობლად მდებარეობს.
XS
SM
MD
LG