ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში ბირთვულ შეთანხმებაზე მსჯელობენ


სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, ენერგეტიკის მდივანი და ხაზინის მდივანი დღეს ამერიკის კონგრესის კომიტეტის წინაშე მეორედ წარსდგნენ და კანონმდებლების ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების სარგებლიანობაში დარწმუნებას შეეცდნენ.

„ეს შეთანხმება კარგია მსოფლიოსთვის, კარგია ამერიკისთვის, კარგია ჩვენი მოკავშირეებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის“ განაცხადა კერიმ კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ეს შეთანხმება კარგია მსოფლიოსთვის, კარგია ამერიკისთვის, კარგია ჩვენი მოკავშირეებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის.
ჯონ კერი, ამერიკის სახელმწიფო მდივანი

კონგრესს 60 დღე აქვს შეთანხმების ტექსტის დეტალურად შესასწავლად, რომლის მიხედვითაც ირანის ბირთვული პროგრამა იზღუდება, სანაცვლოდ კი დასავლეთი მასზე დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს მოხსნის. გაეროს უშიშროების საბჭომ შეთანხმების პირობები გასულ კვირას უკვე დაამტკიცა,

კერი და მონიზი ირანის მთავრობის წარმომადგენლებს რამდენიმეჯერ შეხვდნენ, დღეს კი ხაზინის მდივანთან ერთად ამერიკელი კანონმდებლების კითხვებს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წინაშე უპასუხეს.

სამი მდივანი გასულ კვირას სენატის კომიტეტის წინაშეც გამოვიდა, სადაც კერიმ განაცხადა, რომ შეთანხმების დაბლოკვა ირანის ბირთვული პროგრამის სამშვიდობო მოგვარების საუკეთესო შანსის უგულებელყოფა იქნება.

XS
SM
MD
LG