ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა ისრაელში ამერიკელი ტურისტის მკვლელობა დაგმო


ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პალესტინელების მიერ მისი ისრაელში ყოფნის დროს განხორციელებული თავდასხმები დაგმო და განაცხადა, რომ “სიძულვილით სავსე ამ ძალადობას გამართლება არ აქვს.”

ბაიდენმა ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გააკეთა. ორივე ლიდერმა ამერიკელი ტურისტების წინააღმდეგ განხორციელებული “ტერორისტული აქტი” დაგმო. გუშინ ამ თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ამერიკელი ტურისტი დანით სასიკვდილოდ დაჭრეს. ის ერაყისა და ავღანეთის ომების ვეტერანი იყო.

XS
SM
MD
LG