ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა


კერიმ პატივისცემით აღნიშნა ავღანეთში ქართველი სამხედროების მიერ გაწეული მსხვერპლის მნიშვნელობა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს მოსახლეობას გულითადად მივულოცო 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღესასწაული. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე. ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
ბატონმა კერიმ პატივისცემით აღნიშნა ავღანეთში ქართველი სამხედროების მიერ გაწეული მსხვერპლის მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებში.
XS
SM
MD
LG