ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი ოფიციალური ვიზიტით აზიის ქვეყნებს ეწვევა


ჯონ კერი კორეაში, იაპონიასა და ჩინეთში ჩავა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს ეწვევა ოფიციალური ვიზიტით.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ჯონ კერი კორეაში, იაპონიასა და ჩინეთში ჩავა, ლონდონში დიდი რვიანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, რომელიც 10 აპრილს გაიმართება.

ივნისში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ბრუნეიში დაგეგმილ „ასეანის“ ქვეყნების ლიდერთა შეხვედრას დაესწრება.
XS
SM
MD
LG