ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი აზიურ ტურნეს ასრულებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს პეკინში ჩადის. ჩინეთში განსახილველ საკითხებს შორისაა ტერიტორიული დავები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

ჩინეთში ჩასვლამდე კერი ლაოსს და კამბოჯას ეწვია. ორივე ქვეყანაში ძლიერია ჩინეთის გავლენა და ამ ქვეყნებთან შეერთებული შტატები კავშირების გამყარებას გეგმავს.

ანალიტიკოსების შეფასებით, კერის აზიური ვიზიტი მომავალ თვეს კალიფორნიაში დაგეგმილი სამიტისთვის სამზადისია, რომელშიც მონაწილეობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ლიდერები მიიღებენ.

XS
SM
MD
LG