ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიატამ კენიელებს პირობა მისცა


არჩევნების შემდეგ ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ფაქტებს, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა

კენიის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ, რომელმაც პრემიერ მინისტრი რაილა ოდინგა 4 მარტის არჩევნებშჲ დაამარცხა, კენიელ ხალხს ცხოვრების გაუმჯობესების პირობა მისცა.

კენიატამ ეს განცხადება კვირას აღდგომის დღესასწაულზე ნაირობიში გააკეთა. მან ასევე ხაზი გაუსვა ნაირობისა და კისუმუშჲ უსაფრთხოების გაძლიერების საკითხს, რადგან არჩევნების შემდეგ ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ფაქტებს, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა.

დაპირისპირების დროს კისუმუში, რომელიც რაილა ოდინგას მშობლიური რეგიონია, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ოდინგას დამცველებმა კენიატას არჩევნებში გამარჯვება უზენაეს სასამართლოში გააპროტესტეს.თუმცა სასამართლომ კენიატა კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG