ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სამ შტატში დღეს პრაიმერი ტარდება


ნიუ-იორკის, კენტუკისა და ვირჯინიის შტატებში დღეს არჩევნები ტარდება. კენტუკიში ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ დაუპირისპირდება ნოემბერში დემოკრატების მხრიდან რესპუბლიკელ სენატორ მიტჩ მაკკონელს სენატში ადგილისთვის. მსგავსი არჩევანის გაკეთება მოუწევთ ნიუ-იორკშიც.

კენტუკიში გამოკითხვები აჩვენებს, რომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან რბოლაში ჩაბმული ყოფილი სამხედრო პილოტი ემი მაკგრეტი, რომელმაც 2018 წელს ვერ მიიღო ადგილი წარმომადგენელთა პალატაში და იურისტი, 35 წლის ჩარლზ ბუკერი.

დღევანდელ გამარჯვებულს რთული რბოლა ელის 78 წლის მიტჩ მაკკონელის წინააღმდეგ. მაკკონელი პრეზიდენტ ტრამპის მომხრე და მისი მხარდამჭერია. ის ასევე ეთანხმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მეტი კონსერვატიული მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით. მეტიც, პრეზიდენტი კენტუკიში ძალიან პოპულარულია, რაც მაკკონელს მეტ შანსს აძლევს.

რაც შეეხება ნიუ-იორკს, იქ ბრძოლა 73 წლის ელიოტ ენგელს, ახლანდელ წარმომადგელენთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და 44 წლის ჯამალ ბოუმანს შორის მიდის. ბოუმანი სკოლის დირექტორია და აქამდე არასდროს მიუღია არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა, ნიუ-იორკში მას საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის პოპულარულ წევრ - ალესანდრა ოკასიო კორტესისგან. თავად კორტესმა 2018 წელს არჩევნები ცნობილ ნიუ-იორკელ კონგრესმენს მოუგო.

ვირჯინიის შტატისთვის წარმომადგენელთა პალატაში მოსახვედრად პარტიის 7 პრაიმერი ჩატარდება. მათ შორის იქნება რესპუბლიკელების პრაიმერიც, რათა აირჩეს კანდიდატი, ვინც დაუპირსიპირდება დემოკრატ მარკ უორნერს, რომელიც ორი ვადით უკვე იყო არჩეული.

კენტუკისა და ნიუ-იორკში კიდევ რამდენიმე შიდაპარტიული პრაიმერი ჩატარდება კოგრესში 6, ხოლო წარმომადგელეთა პალატაში 26 ადგილის დასაკავებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG