ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოქვეყნდა კენედის ფარული ჩანაწერები


გამოქვეყნდა კენედის ფარული ჩანაწერები

ახლახანს გამოქვეყნდა პრეზიდენტ ჯონ კენედის საუბრებისა და შეხვედრების ამსახველი აუდიო ჩანწერები, რომლებიც მისი მმართველობის უკანასკენლ თვეებშია გაკეთებული. ბოსტონში მდებარე ჯონ ფიტცჯერალდ კენედის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ და მუზეუმმა თეთრ სახლში ჩაწერილ აუდიო მასალებს გრიფით საიდუმლოს სტატუსი მოუხსნა. ჩანაწერები მოიცავს კენედის ადმინისტრაციის უკანასკნელი 45 საათის აუდიო მასალებს, რომლებსაც პრეზიდენტი ფარულად ახორციელებდა.

აქ არის შეხვედრები რუსეთის იმჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრეი გრომიკოსთან, სადაც საუბარია ვიატენამის კონფლიქტზე, ოვალურ ოფისში მისი ორი მცირეწლოვანი შვილის სტუმრობა, ასევე, გაწერილი შეხვედრების განრიგი, რომელთა თარიღი მისი გარდაცვალებიდან მომდევნო დღეებზე მოდის.

ის დღე კი, რომელიც მისი დაკრძალვის დღეს დაემთხვა, ის ინდონეზიელ გენერალს უნდა შეხვედროდა და თავის თანაშემწესთან საუბარში პრეზიდენტმა ეს დღე "უმძიმეს დღედ" მოიხსენია.

XS
SM
MD
LG