ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დალასში კენედის მკვლელობის დღეს აღნიშნავენ


ამერიკელებს ჯონ კენედის მკვლელობის ოფიციალური ვერსია დღემდე საეჭვოდ მიაჩნიათ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:16 0:00
ბმული
დღეს დალასში ჟურნალისტები ამერიკის ისტორიაში ერთერთი საზარელი მკვლელობის გამო ჩავლენ. მიუხედავად იმისა, რომ იმ დღის შემდეგ 50 წელი გავიდა, ამერიკელებს ჯონ კენედის მკვლელობის ოფიციალური ვერსია დღემდე საეჭვოდ მიაჩნიათ.

თუმცა დალასის მერიის მიერ მოწყობილი დღევანდელი მემორიალური ღონისძიება არა შეთქმულების თეორიის ვერსიებს, არამედ ჯონ კენედის მემკვიდრეობას დაეთმობა.

ხსოვნის დღეს ქალაქი საეკლესიო ზარებით გახსნის. ერთწუთიანი დუმილის შემდეგ პულიცერის პრემიის ლაურეატი დევიდ მაკალოუ დაღუპული პრეზიდენტის მიმართვებიდან ციტატებს წაიკითხავს.

რამდენიმე ათეული წელია ქალაქი დალასი პრეზიდენტ კენედის მკვლელობის გამო შავ ლაქას ატარებს. ამ სტიგმის შექმნაში გარკვეული წილი მემარჯვენე ჯგუფებსაც მიუძღვით, რომლებმაც თავის დროზე პრეზიდენტ კენედის სამოქალაქო უფლებების შესახებ კანონი და პოლიტიკა გააკრიტიკეს.

მწერალი რიჩი გილბრიდი პოლიტიკური მკვლელობების კოალიციის წარმომადგენელია. მას ღრმად სწამს, რომ ექსტრემისტულმა მიდრეკილებამ კენედის მკვლელობის შეთქმულებაში უზარმაზარი როლი ითამაშა.

„1963 წელს დალასი ზიზღის ეპიცენტრი იყო. ამიტომ იყო იოლი ამ ქალაქში მსგავსი საზარელი აქტის მოწყობა.“

თუმცა პრეზიდენტ კენედის დალასში ვიზიტის ამსახველ ვიდოე კადრებში და ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ მოსახლეობა გადახდილ ლიმუზინში მჯდომ პრეზიდენტს და მის მეუღლეს აღფრთოვანებით ხვდება.
ბობ ჯეკსონი დალასის გაზეთის ფოტორეპორტიორი იყო. მისი თქმით, ამერიკულმა მედიამ დალასში ექსტრემისტული ატმოსფეროს შესახებ აშკარად გადააჭარბა:

„ეს განწყობა ქალაქში ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფს ქონდა. იმ დღეს დალასის ქუჩებში რომ გაგევლოთ, ნახავდით აღტაცებულ მოსახლეობას და არა საპროტესტო ლოზუნგებით გამოსულ ხალხს.“

დღეს, დალასში ჯონ კენედის მკვლელობის დღესთან დაკავშირებით იმ მუზეუმის მეექვსე სართულსაც გაიხსენებენ, რომლის შენობიდანაც მკვლელმა პრეზიდენტ კენედის სასიკვდილო ტყვია ესროლა. მუზეუმთან ახლოს ჯონ კენედის სახელობის მოედანია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი 1963 წლის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა , დღეს ბევრი დალასელი იმ მძიმე დღეებს ტკივილით და სევდით მოიგონებს.
XS
SM
MD
LG