ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრაფტი გაეროში ჩავიდა


ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ამერიკის ახალი ელჩი კელი ნაიტ კრაფტი ხუთშაბათს გაეროში მივიდა. მან საკუთარი აკრედიტაცია ჩააბარა გენერალურ მდივანს და ქებით მოიხსენია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „მაღალი ნდობისთვის“.

დღეს „ამაყად ვდგავარ თქვენს წინაშე“- თქვა კელი კრაფტმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში. ახალმა ელჩმა პირობა დადო, რომ დაიცავს ამერიკულ ღირებულებებსა და ინტერესებს, მხარში დაუდგება შეერთებული შტატების მეგობრებსა და მოკავშირეებს და იქნება ღარიბების და უმწეოების დამცველი.

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი ელჩი კანადაში კელი კრაფტი ამ პოზიციაზე თებერვალში წარადგინა. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ბოლო წლებში გაეროს პროგრამების და სამშვიდობო მისიების ბიუჯეტი ასობით მილიონი დოლარით შეკვეცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG