ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის მთავრობა თალიბებთან მოლაპარაკებას ცდილობს


ავღანეთის მთავრობა თალიბებთან მოლაპარაკებას ცდილობს
ავღანეთის მთავრობა თალიბებთან მოლაპარაკებას ცდილობს

ავღანეთის მთავრობამ თალიბებს პირდაპირი მოლაპარაკებები შესთავაზა. ექსპერტების აზრით ეს რთული და ხანგრძლივი პროცესის დასაწყისია.

ავღანეთში მთელი თაობები გაიზარდა გამუდმებული ომის პირობებში. უკანსკნელი ათი წლის მანძილზე თალიბები ნატოსა და ავღანეთის მთავრობას ეომებიან.

ავღანეთსა და ერაყში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის ზალმაი ხალილზადეს განცხადებით ბოლოს და ბოლოს ყველა ომი თავდება.

მისი თქმით:“ ავღანელები უკანასკნელი 30-35 წლის განმავლობაში სულ ომობენ. მათ მშვიდობა და უსაფრთხოება ენატრებათ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აღმოუჩინოს მხარდაჭერა.“

პრეზიდენტი კარზაი პოლიტიკური პროცესის მიღმა დარჩენილ ძალებს, მათ შორის თალიბებს მშვიდობიანი ცხოვრებისკენ დაბრუნებას მოუწოდებს.

ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკოსის ბრუს რაიდელის განცხადებით:“ თალიბებსა და კარზაის მთავრობას შორის რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა თითქმის გამორიცხულია, მაგრამ ცდა ბედის მონახევრია, მით უმეტეს, რომ ამ შეთავაზებით ავღანეთის მთავრობა არაფერს არ კარგავს.“

ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების დაწყება თალიბების სხვადასხვა დაჯგუფებას შორის დაპირისპირებას გამოიწვევს.

ზალმაი ხალილზადეს განცხადებით:“ ეს ყოველივე თალიბების იერსახეზე უარყოფითად იმოქმედებს, რადგან მათ ადრინდელი პოზიციის შეცვლა მოუწევთ.“

რეგიონალური ექსპერტების აზრით სამშვიდობო მოლაპარაკებები პაკისტანის მონაწილეობით უნდა ჩატარდეს. მართალია ამას არ აღიარებენ, მაგრამ პაკისტანელ სამხედროებს დიდი ხანია ავღანელი თალიბების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

როგორც პოლიტოლოგი დევიდ ქორთრაითი აცხადებს:“ ისინი დიდი ხნის მანძილზე აფინანსებდნენ და აკონტოლებდნენ თალიბანს. ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. თუ პაკისტანელები არ მიიღებენ მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში ისინი აუცილებლად ჩაშლიან ამ პროცესს.“

სამშვიდობო პროცესის წარმატებაში პირველ რიგში შეერთებული შტატებია დაინტერესებული. პოლიტიკური მიმომხილველების აზრით ამ პროცესის განვითარების მიუხედავად 2014 წლის შემდეგ ამერიკელები ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს ავღანეთის ხელისუფლებას გადააბარებენ.

XS
SM
MD
LG