ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტი ავღანელ კოლეგას შეხვდა


ამერიკის პრეზიდენტი ავღანელ კოლეგას შეხვდა

ბარაკ ობამა ავღანელ კოლეგას შეხვდა. ამერიკელი ლიდერი ოთხშაბათის უმეტეს ნაწილს ბატონ კარზაისთან გაატარებს. მათ უკვე ჰქონდათ პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც მათ ერთობლივად უმასპინძლეს პრეს კონფერენციას.

აშშ პრეზიდენტის პრეს სპიკერმა განაცხადა, რომ ამერიკას ბევრი აქვს გასაკეთებელი მის პარტნიორ ქვეყანასთან-ავღანეთთან, და მის პრეზიდენტთან ჰამიდ კარზაისთან და რომ ამერიკა არ აპირებს პრეტენზიები გააჟღეროს რომელიმე ერთი ადამიანის მიმართ.

ჰამიდ კარზაის ამ ვიზიტის დროს, თავის მხრივ, აინტერესებს უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს ავღანეთში დისლოცირებული ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის გეგმაზე. მან უკვე გააჟღერა შეშფოთება ამერიკისა და ნატოს ჯარების სპეც ოპერაციების დროს ავღანეთში მშვიდობიანი პირების გახშირებული სიკვდილიანობის შესახებ.

XS
SM
MD
LG