ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყანდაარში პროვინციის გუბერნატორის მოადგილე ააფეთქეს


ყანდაარში პროვინციის გუბერნატორის მოადგილე ააფეთქეს
ყანდაარში პროვინციის გუბერნატორის მოადგილე ააფეთქეს

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით კამიკაძემ ყანდაარის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე ააფეთქა. ამ ტერაქტის შედეგად კიდევ 5 ადამიანი დაიჭრა.

ხელისუფლების ინფორმაციის თანახმად მოტოციკლეტისტმა კამიკაძემ აბდულ ლატიფ აშნას მანქანა მაშინ ააფეთქა, როდესაც ის ყანდაარში სამსახურისკენ მიემართებოდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს. პარასკევს თალიბებმა ქაბულში კიდევ ერთი ტერაქტი მოაწყვეს უცხოელებით გაჭედილ სუპერმარკეტში, რომლის დროსაც 9 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG