ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა კამბოჯის პრემიერ მინისტრს შეხვდა


აშშ-ს რპეზიდენტი ბარაკ ობამა და კამბოჯის პრემიერ მინისტრი ჰიუნ სენი

ობამა პრემიერს თავისუფლების, სამართლიანი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების საკითხებზე ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კამბოჯის მთავრობასთან შეხვედრისას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა. ეს განცხადება ამერიკის მთავრობამ პრეზიდენტ ობამას და კამბოჯის პრემიერ მინისტრის ჰიუნ სენის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

ორშაბათს, პრეზიდენტი ობამა კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში ჩავიდა და ქვეყნის მთავრობასთან თავისუფლების, სამართლიანი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების საკითხებზე იმსჯელა.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების მრჩევლის მოადგილის, ბენ როდსის განცხადებით, პრეზიდენტმა ობამამ კამბოჯის პრემიერ მინისტრს განუცხადა, რომ ზემოხსნებული პრობლემები ამერიკა-კამბოჯის ურთიერთობის გაღრმავებას დაბრკოლებებს უქმნის.
XS
SM
MD
LG