ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფი ოპოზიციას ჰაერიდან უტევს


კადაფი ოპოზიციას ჰაერიდან უტევს
კადაფი ოპოზიციას ჰაერიდან უტევს

ლიბიელი ამბოხებულების განცხადებით, კადაფის მომხრე ძალებმა საჰაერო დარტყმები განაახლეს მოწინააღმდეგის პოზიციებზე. კერძოდ, ქალაქ აჯდაბიაში გამაგრებული ოპოზიციის მიმართულებით კადაფის ძალებმა ოთხი რაკეტა გაუშვეს. ამბოხებულები აჯდაბიაში გუშინ გამაგრდნენ, მას შემდეგ რაც ნავთობდგადასაზიდი პორტი ბრეგა დატოვეს. ლიბიის ხელისუფლებამ კი ტელევიზიით მოწოდება გაავრცელა. კერძოდ კადაფის მთავრობა ამნისტიას პირდება ყველა ამბოხებულთა მხარეზე გადასულ ყველა ჯარისკაცს, თუკი ისინი ხელისუფლებას ჩაბარდებიან. უკანასკნელ დღეებში ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ სწრაფი კონტრეშეტევა განახორციელა ამბოხებულთა მიერ დაკავებულ ქალაქებზე და შედეგად რამდენიმე ქალაქიც უკან დაიბრუნა. მსუბუქად შეიარაღებული ოპოზიციის წინააღმდეგ კადაფის მომხრეები თვთმფრინავებს, ტანკებს და არტილერიას იყენებენ.

XS
SM
MD
LG