ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი აფეთქება ქაბულში


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დიპლომატიურ უბანში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “თალიბანმა” აიღო.

დაჯგუფება აცხადებს, რომ შეტევა, რომელმაც “მრავლობითი მსხვერპლი გამოიწვია” რამდენიმე თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ინფორმცია მსხვერპლზე ოფიციალურ ავღანეთს აქამდე არ დაუდასტურებია.

დღევანდელ აფეთქებას წინ უძღოდა თავდასხმა ავღანეთის სამხრეთით, ყანდაარის პროვინციის აეროპორტზე. სამშაბათის თავდასხმაში მონაწილეობა სულ მცირე 10-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა მიიღო, შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა, აქედან 39 სამოქალაქო პირი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG