ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში მომხდარმა აფეთქებამ 100-მდე ადამიანი იმსხვერპლა


დღეს დილით ქაბულის დიპლომატიურ უბანში მომხდარმა აფეთქებამ სულ მცირე 90 ადამიანი იმსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაიჭრა. დაზარალებულთა და დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

ბომბი გერმანიის საელჩოს მახლობლად, სწორედ იმ უბანში ამოქმედდა, სადაც მთავრობის წევრები და უცხოური დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები იმყოფებიან. დაზიანებულია ათეულობით ავტომობილი და ირგვლივ მდებარე შენობებიც, მათ შორის ქვეყნის მთავარი სატელეკომუნიკაციო პროვაიდერის სათაო ოფისი. სამართალდამცავთა თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის მანქანაში იყო დამალული. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ჯგუფს არ აუღია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG